ლაშა ქუთათელაძე თავისუფალია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სასამართლომ გაათავისუფლა რიონის ხეობის დამცველთა აქტივისტი, ლაშა ქუთათელაძე, რომელიც პოლიციამ 9 აპრილს დააკავა.

საია, რომელიც ქუთათელაძის ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ სასამართლომ არ დაადგინა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ლაშა ქუთათელაძეს არ დააკისრა არანაირი პასუხიმგებლობა და შეწყვიტა საქმის წარმოება.

აქტივისტები ყვებიან, რომ ლაშა ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამახვანში ქუთაისი-აპლანას საავტომობილო გზით ბრუნდებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ გააჩერა.

ქუთათელაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ 2 პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

თანმხლები პირები გაფრთხილებით გაუშვეს, ქუთათელაძე კი პოლიციისადმი დაუმორჩილების ბრალდებით დააკავეს. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ, ასევე, ბრალად ედებოდა სოფელ ნამახვანში გადაპარვის მცდელობა – სოფელი, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, პოლიციამ ჩაკეტა.

banner
წინა სტატიაშიფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!” – არასამთავრობო ორგანიზაციებმა პეტიცია შექმნეს