“არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!” – არასამთავრობო ორგანიზაციებმა პეტიცია შექმნეს

“არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!” – ამ სათაურით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პეტიცია შექმნეს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართ მიმართვა გაავრცელეს.

მიმართვაში წერია, რომ ხელისუფლება კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს პოლიტიკური ნიშნით აწესებს, მთავრობის განცხადებებში იკვეთება პოლიტიკური “ლოკდაუნის” გამოცხადების შინაარსი. ასევე ე.წ. კომენდანტის საათი არაკონსტიტუციური და პოლიტიკური შინაარსის მატარებელია.

ხელმომწერი ორგანიზაციებისთვის გაუგებარია პათოსი, როდესაც ხელისუფლების წარმომაგენლები და ჯანდაცვის მუშაკები მუდმივად აკეთებდნენ განცხადებას, რომ აქცია და მანიფესტაცია ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. ამ ყველაფრის პარალელურად კი გია გაჩეჩილაძის [უცნობის] აქციაზე მსგავსი შინაარსის განცხადებები არ გაუვრცელებიათ.

ორგანიზაციები პრემიერმინისტრს მოუწოდებენ:

პოლიტიკური შინაარსით არ დააწესოთ არანაირი შეზღუდვა;
გააუქმეთ ანტიკონსტიტუციური კომენდანტის საათი;
#322 დადგენილებაში შეიტანეთ ცვლილება და გააუქმეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეებისათვის სავალდებულო 5-დღიანი დისკრიმინაციული კარანტინი;
დროულად აწარმოეთ პირდაპირი მოლაპარაკება WHO-ს მიერ აღიარებული Pfizer-ის ვაქცინა.
ორგანიზაციები ღარიბაშვილს ასევე მოუწოდებენ, რომ მოხლოებულ ადგილობრივ არჩევნებში არ შეზღუდოს სხვა პარტიების საარჩევნო კამპანია.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

“ახალგაზრდა თაობა“
“მონიტორინგის ცენტრი – საზოგადოება“
“ახალი ძალა საქართველოსთვის

banner
წინა სტატიაშილაშა ქუთათელაძე თავისუფალია
შემდეგი სტატიათეოლოგი გოჩა ბარნოვი – არის რუსული გავლენები, რომელიც დამანგრეველად მოქმედებს საპატრიარქოზე