კვლევის ცენტრი – რუსეთმა უკრაინაში ომის პირველ 100 დღეში, წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან 93 მილიარდი ევრო გამოიმუშავა

რუსეთმა, უკრაინაში ომის პირველი 100 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის ექსპორტის გზით 93 მილიარდი ევრო გამოიმუშავა, – ამის შესახებ ფინეთში დაფუძნებული ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) მოხსენებაშია აღნიშნული.

კვლევის ცენტრის ინფორმაციით, რუსეთიდან ექსპორტირებული წიაღისეული საწვავის 61%-ი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, რომლის საერთო ღირებულება 57 მილიარდ ევროს შეადგენს. ამასთან, საექსპორტო საშუალო ფასი გასულ წელთან შედარებით 60%-ით მაღალია.

ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში რუსული წიაღისეული საწვავის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები იყვნენ ჩინეთი (12.6 მილიარდი ევრო), გერმანია (12.1 მილიარდი ევრო) და იტალია (7.8 მილიარდი ევრო).

banner
წინა სტატიაშისერგეი გაიდაი აცხადებს, რომ არტილერიაში რუსეთის მნიშვნელოვანი უპირატესობის გამო, უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკში უკან დაიხიეს
შემდეგი სტატიაკობახიძე – წარმოიდგინეთ, თეორიულად ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ რომ გაიმეოროს ის, რაც ევროპარლამენტმა თქვა – გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ, ჩვენი მხრიდან ამას მძიმე რეაქცია ექნება