სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ არტილერიაში რუსეთის მნიშვნელოვანი უპირატესობის გამო, უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკში უკან დაიხიეს

არტილერიაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვანი უპირატესობის გამო, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ სევეროდონეცკში უკან დაიხიეს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსული არტილერიის აქტიური გამოყენების გამო, უკრაინელი სამხედროები ქალაქის ცენტრიდან გავიდნენ, ქალაქის ქუჩებში კი, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ უკრაინის შეიარაღებული ძალები და ცვლიან აღჭურვილობას.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, ისევ დაიბომბა სევეროდონეცკში „აზოტის“ ტერიტორია, სადაც თავშესაფრებში მშვიდობიანი მოსახლეობა ამ დრომდე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაში ფრთოსანი რაკეტების 6 რუსული გადამზიდი იმყოფება
შემდეგი სტატიაკვლევის ცენტრი – რუსეთმა უკრაინაში ომის პირველ 100 დღეში, წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან 93 მილიარდი ევრო გამოიმუშავა