კვიპროსის პრეზიდენტი: თვითმფრინავის გატაცება ქალს უკავშირდება და ეს არა ტერორიზმს

2EgyptAir-ის თვითმფრინავის A320 გატაცება ტერორიზმს არ უკავშირდება. გამტაცებელს პირადი მოტივები ამოძრავებს – განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა.
თვითმფრინავი, რომელიც MS181 რეისს ანხორციელებდა ალექსანდრიიდან ქაიროში, დღეს დილით ფრენის მომენტში იქნა გატაცებული, რომლის შემდეგაც ის კვიპროსის ლარნაკში დაეშვა.
ხელისუფლების ინფორმაციით, გამტაცებელს იბრაჰიმ სამახი ქვია და ის ალექსანდრიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის პროფესორია.
“გატაცება ტერორიზმს არ უკავშირდება. ყველაფერი ქალის გამო მოხდა” – განუცხადა ჟურნალისტებს ანასტასიადისმა.

გამტაცებელმა პოლიტიკური თავშესაფარი და თარჯიმანი მოითხოვა.
უკანასკნელი ინფორმაციით, მან 5 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრების გარდა ყველა გაანთავისუფლა თვითმფრინავიდან

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: ნასამართლობა არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი უნდა ჩამოიწეროს
შემდეგი სტატიაEgyptAir: გატაცებულ A320-ზე 4 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები დარჩნენ