ირაკლი სესიაშვილი: ნასამართლობა არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი უნდა ჩამოიწეროს

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

ჩემთვის ნასამართლობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა ჩამოიწეროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკითხვისას განაცხადა.

ადვოკატ ლევან სამუშიას კითხვაზე, რომ სცოდნოდა ავთანდილ ჭოლოკავა ნასამართლევი იყო თავდაცვის სამინისტროს საქმეებთან დაკავშირებით, მისი პიროვნების სანდოობა დადგებოდა თუ არა ეჭვქვეშ, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ სანდოობა-საიმედოობას ის არ ადგენს.

“მეტსაც გეტყვით, ჩემი კოლეგა დღეს მოქმედი დეპუტატი, რომელიც ნდობის ჯგუფის წევრია თავის დროზე ნასამართლევია სახელმწიფო გადატრიალებისთვის და მას აქვს განსაკუთრებით საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება. ჩემთვის ნასამართლობა არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი უნდა ჩამოიწეროს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პროცესზე ასევე აღნიშნა, რომ მას ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდება და ამიტომ სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს.

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებული პროცესი, რომელზეც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი იკითხება, დაიხურა. ,

banner
წინა სტატიაში„ისლამური სახელმწიფო“ თურქეთში მორიგი ტერაქტების მოწყობას გეგმავს
შემდეგი სტატიაკვიპროსის პრეზიდენტი: თვითმფრინავის გატაცება ქალს უკავშირდება და ეს არა ტერორიზმს