კულება – ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთს ეყოფა გამბედაობა რუსეთის საზღვაო ბლოკადის მოსახსნელად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთს ეყოფა გამბედაობა რუსეთის საზღვაო ბლოკადის მოსახსნელად. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ დავოსში გამართულ უკრაინულ საუზმეზე განაცხადა.

დმიტრო კულებამ უპასუხა კითხვას, შეუძლიათ თუ არა დასავლეთის ქვეყნებს ორგანიზება გაუწიონ სამხედრო კოლონის მოწყობას შავ ზღვაში გემების ესკორტისთვის.

„ნატო-მ ომის ყველაზე ტრაგიკულ მომენტში თუ არ დახურა უკრაინის ცა, მაშინ რატომ გახსნიან შავ ზღვას, რათა უკრაინიდან შეუფერხებლად მოხდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი? მთელი გულით მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დასავლეთის ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს ექნებათ საკმარისი ძალა, გამბედაობა, იპოვონ ამ საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტა“, – განაცხადა კულებამ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის პორტების გახსნასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც პრობლემა ის არის, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება.

„ხელიც რომ მოაწერონ რაიმე გარანტიებს შეუფერხებელი გასასვლელის შესახებ, არ ნიშნავს, რომ ის წარმოდგენილი იქნება. მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, დაარღვიონ შეთანხმება, როგორც კი მას მიაღწევენ“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიიან კელის პოზიციამ გაუადვილა ნიკა გვარამიას, 7 მილიონით გაეძარცვა “რუსთავი 2” – კობახიძე
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი-საქართველომ ევროპულ ოჯახთან მიერთებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ახლა დროა ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისთვის