იან კელის პოზიციამ გაუადვილა ნიკა გვარამიას, 7 მილიონით გაეძარცვა “რუსთავი 2” – კობახიძე

იან კელის და დევიდ კრამერს ლობისტებს უწოდებს “ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე და აშშ-ს ყოფილ ელჩს საქართველოში, ახალ ბრალდებას უყენებს:

“კელი და კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესო. პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ისინი არიან ლობისტები და იან კელის ერთი რამე მინდა შევახსენო, რომ მისი პოზიცია იყო ძალიან პრობლემური თავის დროზე რუსთავის 2-ის საქმესთან დაკავშირებით და მისმა პოზიციამაც სამწუხაროდ გაუადვილა ნიკა გვარამიას 7 მილიონით რუსთავი 2 გაეძარცვა, ეს არის სამწუხარო. იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს” – ამბობს კობახიძე.

წინა სტატიაშიაშშ-ის სელჩოს დუმილი არის ჩვენ პოზიციაზე თანხმობის ნიშანი – კობახიძე
შემდეგი სტატიაკულება – ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთს ეყოფა გამბედაობა რუსეთის საზღვაო ბლოკადის მოსახსნელად