კულება – მე და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აღშფოთებული ვართ ლავროვის ანტისემიტური განცხადებებით – ლავროვის ერთადერთი გამოსავალია ებრაელების წინაშე საჯაროდ ბოდიშის მოხდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ, ისრაელთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადების შესახებ ,,ტვიტერის” გვერდზე წერს და აცხადებს,რომ “ლავროვის ერთადერთი გამოსავალია” ებრაელების წინაშე საჯაროდ ბოდიშის მოხდა.

კულებას თქმით, ის და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვის განცხადებებით შეშფოთებული არიან.

,,მე და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი ორივე აღშფოთებული ვართ საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ანტისემიტური განცხადებებით. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რუსულ ელიტებში ანტისემიტიზმს დიდი გამოცდილება აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ერთადერთი გამოსავალი არის მთელს მსოფლიოში ებრაელების წინაშე საჯაროდ ბოდიშის მოხდა. ანტისემიტიზმი დაუშვებელია”, – წერს კულება.

banner
წინა სტატიაშიენერგეტიკული გიგანტის, Shell-ის აღმასრულებლებმა და ტექნიკურმა პერსონალმა, რუსული ნავთობისა და გაზის პროექტი “სახალინი-2” დატოვა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ერთი პირი დააკავეს