ენერგეტიკული გიგანტის, Shell-ის აღმასრულებლებმა და ტექნიკურმა პერსონალმა, რუსული ნავთობისა და გაზის პროექტი “სახალინი-2” დატოვა

ენერგეტიკული გიგანტის, Shell-ის აღმასრულებლებმა და ტექნიკურმა პერსონალმა, რუსული ნავთობისა და გაზის პროექტი “სახალინი-2” დატოვა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კომპანია იუწყება, რომ მხოლოდ პირველ კვარტალში რუსული პროექტებიდან გასვლის გამო, $3,894 მილიარდი დოლარის ხარჯები დაითვალა.

Shell ფლობს 27,5%-იან წილს “სახალინ -2” პროექტში. 24 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინურ კომპანიებთან და “გაზპრომთან” პროექტის წილების გაყიდვაზე.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Shell „აჩერებს ყოველგვარ ახალ შეთანხმებას რუსული გემების გამოყენებასთან დაკავშირებით“. გარდა ამისა, კომპანია ეტაპობრივად შეაჩერებს რუსული ნავთობპროდუქტების, მილსადენის გაზისა და თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებას. კომპანიამ, ასევე, დააანონსა რუსეთში ყველა ბენზინგასამართი სადგურის დახურვის გეგმების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკულება – მე და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აღშფოთებული ვართ ლავროვის ანტისემიტური განცხადებებით – ლავროვის ერთადერთი გამოსავალია ებრაელების წინაშე საჯაროდ ბოდიშის მოხდა