კულება – ლავროვმა ვერ დამალა რუსული ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი – დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ დამალა რუსული ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი. მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტისთვის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს, სადაც სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება.

„მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტისთვის, უკრაინისთვის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. ზოგადად, ეს გამონათქვამები აჩვენებს, რომ დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით”, – წერს კულება.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – დღეს ომში მყოფი უკრაინაც ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან
შემდეგი სტატიასუბარი – ძალიან მძიმე დღეშია საწყალი სააკაშვილი – გიული ალასანიას იმედად დარჩა და კიდევ, თაკო ჩარკვიანი ყვირის