სუბარი – ძალიან მძიმე დღეშია საწყალი სააკაშვილი – გიული ალასანიას იმედად დარჩა და კიდევ, თაკო ჩარკვიანი ყვირის

ძალიან მძიმე დღეშია საწყალი სააკაშვილი – გიული ალასანიას იმედად დარჩა და კიდევ, თაკო ჩარკვიანი ყვირის, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ აქციების დაანონსებას იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ, რასთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად დრო დღეს, 18 საათამდე მისცეს.

მისივე თქმით, სააკაშვილის და მისი მოთხოვნების მიმართ საზოგადოებას ინტერესი არ აქვს და „ხელებგაწვდილი თუ ჯაჭვში არ ჩადგებიან, ქუჩის გადაკეტვას ვერ ახერხებენ“.

„ძალიან მძიმე დღეშია საწყალი სააკაშვილი თუკი აღარავინ დარჩა გულშემატკივარი ოჯახის წევრების გარდა. კაცი გამოდის სასამართლო პროცესებზე და კატეგორიულად ითხოვს, რომ 200 ათასი კაცი უნდა დადგეს ქუჩაში. მისი პარტიის წევრები გამოდიან და ხელს იშვერენ უცხოეთისკენ, რომ უცხოეთმა რამე თუ არ გვიშველა, ჩვენ არაფრის გამკეთებლები არ ვართო. ამ ფონზე საბოლოოდ გიული ალასანიას იმედად დარჩა და კიდევ, თაკო ჩარკვიანი ყვირის. არ მგონია მათ სააკაშვილს რამე უშველონ,”- განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიკულება – ლავროვმა ვერ დამალა რუსული ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი – დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით
შემდეგი სტატიაუმსხვილესი ინდური მეტალურგიული კომპანია „ტატა სტილ“ რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს