კრაკოვიეცის სასაზღვრო- გამშვებ პუნქტთან ფეთქებადსაშიშ საეჭვო ნივთს ვერ მიაკვლიეს

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე!

კრაკოვიეცის სასაზღვრო- გამშვებ პუნქტთან, ბიზნესცენტრში სამართალდამცველები ასაფეთქებელ საშუალებას უშედეგოდ ეძებდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უნიან.ნეტ“ ლვოვის ოლქის ძალოვან უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, უკრაინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „კრაკოვიეცის“ სიახლოვეს, ბიზნესცენტრში საეჭვo ნივთის აღმოჩენის შესახებ შეტყობინება რეგიონის პოლიციის განყოფილებამ მიიღო.

შეტყობინებაში საუბარი იყო იმაზეც, რომ საეჭვო ნივთი, შესაძლოა, ფეთქებადსაშიში ყოფილიყო.

ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი და სპეციალისტები გავიდნენ, თუმცა ბიზნესცენტრის შემოწმების შედეგად ფეთქებადსაშიშ საეჭვო ნივთს ვერ მიაკვლიეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უშიშროების ექს-შეფი: მესაზღვრეებო, ყველა უკანონო დავალების შესრულებისთვის პასუხს აგებთ
შემდეგი სტატიაLIVE-აქ ელოდებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს