კორონავირუსით ინფიცირებული 28-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული 28-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 59 წლის ქალბატონი აჭარიდანა.ის მძიმე მდგომარეობით რამდრნიმე კვირის წინ ბათუმიდან გადაიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით პაციენტს თანმდევი დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია ქონდა.
“რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა 59 წლის ქალბატონი,რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.პაციენტს თანმხლები დაავადებები ქონდა,რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მიხერხდა”,-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისში, ჯამში კორონავირუსის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება