კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე ამჟამად 110 452 მსურველია დარეგისტრირებული

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ – გვერდზე, დღეს, 11:00 საათის მდგომარეობით, 110 452 მსურველია დარეგისტრირებული.

მოქალაქეებს რეგისტრაციისას მაქსიმუმ სამი ვაქცინის არჩევის უფლება აქვთ.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 92 864-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.

„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 37 950 ადამიანმა გამოთქვა. 26 343 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს. 21 224 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 11 155 -ს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას მისი გაკეთების სურვილი 7190-მა ადამიანმა გამოთქვა, 3668-ს კი „სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაში უკვე 200-მდე სტუდენტი ჩაერთო
შემდეგი სტატიავახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატი – ბუზი გადააქციეს სპილოდ