კორონავირუსის მესამე შემთხვევა აფხაზეთში

აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ ერთს პირს დაუდასტურდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, 1925 წელს დაბადებულ მამაკაცს პირველ ორ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. ის თვითიზოლაციაში იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მის მდგომარეობას მედიკოსები საშუალო სიმძიმის შემთხვევად აფასებენ-წერს აფხაზური მედია.

შესაბამისად 11 აპრილის მონაცემებით, რესპუბლიკაში Сovid– 19 – ით ინფიცირების სამი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
პირველი ორი პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საავდმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშიგირჩი “საგანგებო მდგომარეობის” აკრძალვების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
შემდეგი სტატიაქუთაისში გამოკვლეულ 45 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა