კორეის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

2020 წლის 28 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების (კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 400 000 აშშ. დოლარის ოდენობის სამედიცინო და ტექნიკური აღჭურვილობა) მიღებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი.

ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროსა და კორეის საელჩოს დიპლომატები და საქართველოს ელჩი სეულში ოთარ ბერძენიშვილი (დისტანციურად).

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა კორეის მთავრობას პანდემიასთან ბრძოლის საქმეში საქართველოსთვის გაწეული ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც, ამ რთულ პერიოდში გამოიჩინა კორეის მხარემ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს, კორეისა და საქართველოს საელჩოების მიერ შესრულებული ერთობლივი ინტენსიური მუშაობის შედეგი.

დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულმა, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში განვითარდა და გამოხატა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას ვერ იგრძნობს
შემდეგი სტატიაივანე მაჭავარიანი – 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის დანაკლისი 800,0 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება