კონსპირაციის ეჭვები მიჩნდება, რომ აფგან მუხთარლი ექსკლუზიურად საქართველოს მმართველი გუნდისკენ იშვერს ხელს

აფგან მუხთარლის განცხადებები, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მოხდა მისი დაკავება და აზერბაიჯანისთვის გადაცემა, არის გაუმართლებელი უტიფრობა და აბსურდი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

„პირადად მე, დიდი კონსპირაციის ეჭვებიც მიჩნდება. ყველამ თავისთვის განსაჯოს – კაცს, ვისაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა აზერბაიჯანულმა სასამართლომ და რომელიც თავს უდანაშაულო ჟურნალისტად მიიჩნევს, ექსკლუზიურად საქართველოს მმართველი პოლიტიკური გუნდისკენ იშვერს ხელს. დასკვნების გაკეთება ყველას შეგვიძლია. სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც არიან საქართველოს ხელისუფლების იმიჯისთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენების და საქართველო – აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის მსურველები“, – განაცხადა ხულორდავამ.

ზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებით, მისი გატაცება საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ვერ გადაწყდებოდა. გარდა ამისა, მუხთარლი ხელს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსაც ადებს.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე – გამორიცხულია ჩემს მიმართ საქმე აღიძრას, მინდა ფონდ „იავნანას“ ეს ლაქა მოვაშორო
შემდეგი სტატიამე ვარ “ბადაგონის” რეალური მფლობელი – „ბადაგონის“ ყოფილი მეწილე, ვლადიმერ ჯანჯღავა