მე ვარ “ბადაგონის” რეალური მფლობელი – „ბადაგონის“ ყოფილი მეწილე, ვლადიმერ ჯანჯღავა

„ბადაგონის“ გარშემო ურთიერთბრალდებები გრძელდება. დღეს მედიასთან პირველი განმარტება გააკეთა „ბადაგონის“ ყოფილმა მეწილემ, ვლადიმერ ჯანჯღავამ. სწორედ მისი განცხადების საფუძველზე „ბადაგონის“ წილებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

„სალაყაიას მე ვენდობოდი, სამწუხაროდ, ეს ნდობა არ გამართლდა. წილის გადაფორმების საკითხი იყო მთლიანად ფორმალური, მან ეს ძალიან კარგად იცოდა. ეს იყო აუცილებელი იმ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად და ბანკთან ურთიერთობის გასაგრძელებლად, რომელიც მაშინ „ბადაგონში“ იყო შექმნილი… მე ვარ “ბადაგონის” რეალური მფლობელი და აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს სამართლიანობის აღსადგენად,“ – განაცხადა ვლადიმერ ჯანჯღავამ.

ვლადიმერ ჯანჯღავას ინტერესების დამცველთან ერთად პრესკონფერენციაზე „ბადაგონის“ ყოფილი პრეზიდენტი, თემურ უბილავაც იმყოფებოდა.

მათი განმარტებით, გიორგი სალაყაიასთვის კომპანიის ასპროცენტიანი წილის გადაფორმება ფორმალური გადაწყვეტილება იყო და კომპანიის რეალური მფლობელი ვლადიმერ ჯანჯღავაა, რომელმაც კომპანიაში წლების განმავლობაში 20 მილიონამდე ინვესტიცია განახორციელა.

ადვოკატებმა დღეს სისხლის სამართლის საქმის პარალელურად, არც სამოქალაქო დავის წამოწყება გამორიცხეს.

banner
წინა სტატიაშიკონსპირაციის ეჭვები მიჩნდება, რომ აფგან მუხთარლი ექსკლუზიურად საქართველოს მმართველი გუნდისკენ იშვერს ხელს
შემდეგი სტატიაპროტესტი სამგორის გამგეობაში – სამგორის გამგებელსა და მოქალაქეებს შორის შეხვედრა შედგა