კობა გვენეტაძე – საკუთარი რეპუტაციის შელახვის რისკის ფასად, ვცდილობდით, არ გვესაუბრა „თიბისი ბანკის“ საქმის დეტალებზე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 8, 2019 15:21

კობა გვენეტაძე – საკუთარი რეპუტაციის შელახვის რისკის ფასად, ვცდილობდით, არ გვესაუბრა „თიბისი ბანკის“ საქმის დეტალებზე

საკუთარი რეპუტაციის შელახვის რისკის ფასად, ვცდილობდით, არ გვესაუბრა „თიბისი ბანკის“ საქმის დეტალებზე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე თავის დასკვნით სიტყვაში განაცხადა. კობა გვენეტაძის განცხადებით, იმაში, რომ „თიბისი ბანკი“ და მთლიანად ქვეყნის საფინანსო სისტემა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებულია, ეროვნული ბანკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის რეგულაციებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

„მსურს საზოგადოება და ამ დარბაზში მყოფი თითოეული ადამიანი დავარწმუნო, რომ „თიბისი ბანკი“, ისევე როგორც ქვეყნის მთლიანი საფინანსო სისტემა, ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული და სტაბილურია. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედაც ეროვნული ბანკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგულაციების და ჩარჩოს გატარებასაც მიუძღვის. ეს არის ის ჩარჩო, რომელიც მუდმივად ვითარდება და რომელიც მუდივად ზრუნავს ხარისხისა და სტანდარტის შენარჩუნებაზე.

ჩვენ დიდი სიფრთხილით ვწონით თითოეულ სიტყვას ჩვენს განცხადებებში, როდესაც ისინი კონკრეტულ საფინანსო ინსტიტუტებს უკავშირდება. შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს პირველ განმარტებებს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით. საკუთარი რეპუტაციის შელახვის რისკის ფასად, ვცდილობდით, არ გვესაუბრა დეტალებზე. ასეც იყო, ვიდრე ეროვნული ბანკის მიმართ წამოსული თავდასხმები თავად არ გახდა რისკის შემცველი საფინანსო სისტემისთვის,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 8, 2019 15:21

დღის ფოტო

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


8,099
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics