საგარეო უწყების ინფორმაციით, მალტაში სროლის შედეგად დაჭრილ პირებს შორის საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის

მალტაში, ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილ პირებს შორის საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ მალტაში, ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაჭრილი საქართველოს მოქალაქე იყო, რაც საქართველოს საგარეო უწყებამ არ დაადასტურა.

როგორც გამოცემა Malta Today იუწყება, ინციდენტი გუშინ, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.

უცნობმა პირმა, რომელიც Toyota-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, სამ მიგრანტ მუშას გაუხსნა ცეცხლი.

banner
წინა სტატიაში80 მომხრე, 8 წინააღმდეგი – მე-12 კლასელთათვის გამოცდები გაუქმდა
შემდეგი სტატიაკობა გვენეტაძე – საკუთარი რეპუტაციის შელახვის რისკის ფასად, ვცდილობდით, არ გვესაუბრა „თიბისი ბანკის“ საქმის დეტალებზე