კლინტონმა ტრამპს რვა პროცენტით გაუსწრო

2დებატების მეორე ტურის შედეგებით, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ჩატარდა, ჰილარი კლინტონი რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს რვა პროცენტით უსწრებს – გამოკითხვა Reuters-მა და Ipsos-მა ერთობლივად ჩაატარეს.
დებატებამდე დემოკრატების ლიდერი 5%-ით ლიდერობდა. კვლევების მიხედვით, თავისი რეიტინგი, კლინტონმა ტრამპის მაკომპრომატირებელი ვიდეოს გამოქვეყნების ხარჯზე აიმაღლა – ვიდეოში დონალდ ტრამპი ქალებს შეურაცხყოფას აყენებს და ვულგარულად მოიხსენიებს. ბევრმა, ვინც დებატებს მოუსმინა, ჩათვალა, რომ მისი სკანდალთან მიმართებაში გაკეთებული ახსნა და თავის გამართლება, არადამაჯერებელი იყო. გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, ტრამპს, ამომრჩეველ ქალებში მხარდამჭერები ისედაც ცოტა ყავს.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიპარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილის დაცვაზე ადვოკატებმა უარი თქვეს
შემდეგი სტატიამზის სისტემაში ახალი პლანეტა აღმოაჩინეს