პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილის დაცვაზე ადვოკატებმა უარი თქვეს

1სანალ აბდესალამის ადვოკატებმა უარი განაცხადეს მის დაცვაზე -ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.
ფრანგმა ფრანკ ბერტონმა და ბელგიელმა სვენ მერიმ განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება კლინეტთან ერთად მიიღეს. “პირობა გვქონდა, რომ ჩვენ მას დავიცავდით იმ შემთხვევაში, თუკი ის ალაპარაკდებოდა. ის კი დუმს, უკვე რამდენიმე თვეა. რა გავაკეთოთ?” – იკითხეს ადვოკატებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას, სავარაუდოდ, მომავალშიც გამოიყებენს.

აბდესალამის მიერ მოწყობილ ტერაქტში, რომელიც 2015 წლის 13 ნოემბერს მოხდა, 130 ადამიანი დაიღუპა, 350 -მდე კი დაშავდა.
სალახ აბდესლამი მაროკოელი ფრანგია.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: სირცხვილი ყველას, ვინც ფულის გულისთვის მისცა ხმა
შემდეგი სტატიაკლინტონმა ტრამპს რვა პროცენტით გაუსწრო