კლასელების შეკრება წლების შემდეგ – ახალი კლასტერი სოფელ დიღომში

თბილისში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღეს გამოვლენილი შემთხვევების დიდი ნაწილი სოფელ დიღომში აღნიშნულ დაბადების დღეს უკავშირდება.

“კლასელები იყვნენ, ოღონდ არა ახალგაზრდები”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

ინფიცირებულები კლინიკებში გადაიყვანეს, მათი კონტაქტები იზოლაციაში არიან.

დღეს, 22 სექტემბერს ახალი კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯამში, 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსი 3913 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1574 გამოჯანმრთელდა, 22 დაიღუპა. აქტიურია 2291 შემთხვევა.

banner
წინა სტატიაშიუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია
შემდეგი სტატია“აჭარაში პაციენტების ნაწილი ბინაზეა, მათ მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი უწევს”