კირკიტაძის საქმე – მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა

დატოვებს თუ არა მოსამართლე დავით კირკიტაძეს პატიმრობაში, უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

ამ წუთებში მოსამართლე ნუნუ ნესმიწვერიძე გადაწყვეტილების გამოსატანად არის გასული. მანამდე სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეწყვეტის საფუძვლები განმარტა. მისი განცხადებით, ბრალდების მხრიდან სახეზე იყო მხოლოდ მიმალვის საფრთხის ალბათობა.

“მოქალაქეებმა მოგვმართეს და ხელმოწერები წარმოვადგინეთ, ისინი თავდებში უდგებიან, რომ არ მიიმალება პროცესის დასრულებამდე. კირკიტაძე მართლმსაჯულებას ხელს არ შეუშლის. გარდა ამისა, პარლამენტის 30 მდე დეპუტატმა გამოთქვა მზაობა და პასუხისმგებლობას იღებენ, რომ არ დაიმალება კირკიტაძე”-განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დეკანოზს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს”- თორნიკე მამალაძე
შემდეგი სტატიასაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებზე აღმართული ეროვნული დროშები დაუშვეს