“დეკანოზს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს”- თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საპატიმროში მისი უფლებადამცველი დავით ჯანდიერი იმყოფება. იურისტი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, მის დაცვის ქვეშ მყოფთან სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.

#18 საპყრობილესთან იმყოფება მსჯავრდებული დეკანოზის ძმაც. ის ადვოკატისგან ელოდება პასუხს მისი ძმის ჯანმრთელობის თაობაზე. როგორც თორნიკე მამალაძე აცხადებს, მას აქვს ინფორმაცია, რომ დეკანოზის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

„იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი შესული და მან გვითხრა რომ ისევ ისეთი მდგომარეობა არის. პარალიზებული რჩება ჩემი ძმა. სამწუხაროდ გადმოყვანასთან დაკავშირებით თავდაპირველად ღუდუშაურის ექიმებმა გვითხრეს რომ ჩვენი გაწერილი არ არის. რის შემდეგაც 10 წუთის შემდეგ შეცვალეს ჩვენება და თქვენს რომ მათი გაწერილია. რის შედეგადაც ეს ექიმი ავად გახდა. ეს არის მიზანმიმართულად იქით მიმართული, რომ ჩემს ძმას გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. მისი გადმოყვანა ციხის საავადმყოფოში კატეგორიულად არ შეიძლებოდა,“-განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო საპყრობილიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მას თავდაპირველად ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა მოგვიანებით ითქვა, რომ მას ინსულტი არ დაუდასტურდა. პაციენტი ღუდუშაურიდან ციხის საავადმყოფოში გაწერეს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძეს ბიზნესი “აახიეს” – გრიგოლ ვაშაძე
შემდეგი სტატიაკირკიტაძის საქმე – მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა