კიმ ჩენ ინი რუსეთშია (video)

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთშია. მისი ბრონირებული მატარებელი ვლადივასტოკში ჩავიდა, სადაც ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები გაიმართება. იგივე მატარებლით ადრე მისი მამა კიმ ჩენ ირი სამჯერ იყო რუსეთში ჩასული.
მატარებელი თავდაპირველად, როგორც დაგეგმილი იყო, სასაზღვრო სადგურ “ჰასანში” გაჩერდა. მას რუსეთის დელეგაცია დახვდა – შორეული აღმოსავლეთის გავნითარების მინისტრი ალექსანდრ კოზლოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ მორგულოვი და რუსი ჩინოვნიკი ოლეგ კოჟემიაკო.
შეხვედრასთან დაკავშირებით რამდენიმე ვიდეო გავრცელდა. ერთ-ერთში ჩანს, რომ კიმს წითელ ხალიჩაზე პურით და მარილით ხვდებიან. თუმცა, ის მათ გვერდს უქცევს და პურს არ ტეხავს. ამის შემდეგ კიმ ჩენ ინი კორეულ-რუსულ მეგობრობის სახლს ეწვია და გზა ვლადივასტოკისკენ ისევ მატარებლით გააგრძელა – “ბიბისი” წერს.

 

banner
წინა სტატიაშიდავით ბაგრატიონ-მუხრანელს არც მეუღლე უცემია და არც სხვა ვინმე – ადვოკატის ინფორმაციით “მეფე” დაბრუნდება
შემდეგი სტატია“სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება” – გიორგი კახიანი ლევან ჯიბღაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება