კიევში საპროტესტო აქცია დაიწყო

8კიევში გუშინ დაანონსებული საპროტესტო აქცია დაიწყო. მიტინგის მონაწილეებმა უმაღლეს რადასთან ქუჩა გადაკეტეს -ინფორმაციას უკრაინული “ვესტი” ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ აქტივისტები დოლებზე უკრავენ და სკანდირებენ ლოზუნგებს მთავრობის გადადგომის მოწოდებით. საპროტერსო აქციაზე, სამართალდამცველების შეფასებით, რამდენიმე ათასი ადამიანია და იგივე რაოდენობის პოლიცია.

პარტია “ბატკავშინას” ლიდერმა იულია ტიმოშენკომ უკრაინელებს გუშინ კიევის ცენტრში დიდი საპროტესტო აქციისკენ მოუწოდა.
ტიმოშენკოს თქმით, უკრაინის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკი კორუფციის ციხე-სიმაგრე გახდნენ, ქვეყნის მეთაურმა კი ქვეყანაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე საკუთარი ბიზნეს-პარტნიორები დანიშნა. “დღეს მხოლოდ ხალხს შეუძლია სამართლიანობის აღდგენა და მთავრობის თავის ადგილზე დასმა. ხვალ მოქალაქეები, მათ შორის პენსიონერები საპროტესტო აქციაზე გამოვლენ ფულის ერთეული ვარდნის გამო, გაზრდილი ტარიფების გამო, თავისი საბანკო დანაზოგების დასაბრუნებლად” – თქვა ტიმოშენკომ.
“ბატკავშინას” ლიდერმა დაამატა, რომ მთავრობა პროტესტის მონაწილეებს “კრემლის ხელებს” უწოდებს, სინამდვილეში კი “ხალხს უბრალოდ, ყელში ამოუვუდა… ისინი ომს აფარებენ თავს, თვითონ კი კორუმპირებულები არიან და ქვეყანას ძარცვავენ. ან ხალხი გაერთიანდება, ან ეს მთავრობა უკრაინელებს და სახელმწიფოს უბრალოდ გაანადგურებს” – თქვა ტიმოშენკომ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი გიგი უგულავას შეწყალებას არ აპირებს
შემდეგი სტატიაალეპოში უკანასკნელი 24 საათის მანძილზე მესამე საავადმყოფო დაბომბეს