პრეზიდენტი გიგი უგულავას შეწყალებას არ აპირებს

პრეზიდენტი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალებას არ აპირებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ამ კითხვას პრეზიდენტმა დაახლოებით ერთი წლის წინ უკვე გასცა პასუხი, როდესაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა მას მიმართა შესაბამისი წერილით. ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა პრეზიდენტის პოზიციაში. შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს სამართალწარმოებას და არანაირად არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რომელიმე მსჯავრდებულს ჩააყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში”,- განაცხადა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმას მოკლე დროში ჩამოაყალიბებენ
შემდეგი სტატიაკიევში საპროტესტო აქცია დაიწყო