ალეპოში უკანასკნელი 24 საათის მანძილზე მესამე საავადმყოფო დაბომბეს

სირიის ქალაქ ალეპოს დასავლეთით კიდევ ერთი საავადმყოფო დაიბომბა – 24 საათის მანძილზე უკვე მესამე – სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფი ავრცელებს, რომელიც ლონდონში მდებარეობს.
უფლებადამცველების თქმით, მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა სოფელ ავაიჯელის ავიადრტყმებისას, სადაც ამბოხებულები არიან გამაგრებულები. ადრე ატარებესა და კაფრნახეს საავადმყოფოები დაბომბეს. პაციენტები ავაიჯელში გადაიყვანეს, მაგრამ ისიც დაიბომბა. ვინ ანხორციელებს ავიადარტყმებს, სირიის ცენტრი არ ავრცელებს. ადრე უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ ავიადარტყმები რუსული ავიაციის მხარდაჭერით ხდება.

banner
წინა სტატიაშიკიევში საპროტესტო აქცია დაიწყო
შემდეგი სტატიაუკრაინის რადაში ჩხუბის გამო პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა