კიევმა გადაწყვიტა გორბაჩოვი ევროპაში არ შეუშვას

კიევმა გადაწყვიტა გორბაჩოვი ევროპაში არ შეუშვას

gorbachoviშს მინისტრის მრჩეველმა, უკრაინის რადას დეპუტატმა ანტონ გერაშენკომ რადიო “გავარიტ მასკვასთან” ინტერვუში განაცხადა, რომ უკრაინა შეეცდება საბჭოთა კავშირის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს ევროპაში შესვლა აუკრძალოს, მის მიერ ყირიმთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების გამო.
“დიპლომატიური გზით დავეკონტაქტებით ევროპელ პარტნიორებს, რომ მათ გორბაჩოვი ევროპაში არ შეუშვან და მის ფონდსაც შეუწყვიტონ დაფინანსება, რომელიც უკრაინა-რუსეთს შორის სიძულვილს თესავს” – განაცხადა გერაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ გობრაჩოვმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინის ადგილას, თვითონაც იგივენაირად მოიქცეოდა ყირიმთან დაკავშირებით.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით პრემიერ-მინისტრის მიმართ ნდობა გაზრდილია
შემდეგი სტატიაკემერონი: თურქეთის ევროკავშირის წევრი 3000 წელს გახდება