„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით პრემიერ-მინისტრის მიმართ ნდობა გაზრდილია

სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნდობის კუთხით პრემიერ-მინისტრის მიმართ ნდობის ხარისხი 2015 წელთან შედარებით 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, რომელიც გამჭვირვალობის დაკვეთით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა ძალოვანი უწყებების მიმართ ნდობა შემცირებულირებულია.

“კვლევის შედეგად ყველაზე დიდი ნდობა მასწავლებლებლების და ექიმების მიმართ აქვს. დავარდნილია ნდობა პოლიციის მიმართ. მოსახლეობის უმეტესობამ პროკურატურის და შსს ს რეფორმებზე არაფერი იცის რაც სამწუხაროა. დიდი რაოდენობა მოსახლეობის თვლის რომ პოლიცია პოლიტიკურ დავალებებს ადრულებს რაც იმას ნიშნავს რომ რეფორმა არაეფექტური იყო. რაც შეეხება პროკურატურას უფრო მეტი ადამიანი თვლის რომ არის პოლიტიზირებული. საკონსტიტუციოს მეტი ნდობა აქვს ვიდრე საერთო სასამართლოებს. მოსახლეობა თვლის რომ მოსამართლეები კვალიფიციუები არიან თუმცა მიკერძოებულები”-განაცხადა ეკა გიგაურმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ინსტიტუტების ნდობაზე კვლევას მესამე წელია ატარებს.

banner
წინა სტატიაშიკანადის მთავრობა ფორტ მაკ-მიურეის შავი დათვებისგან გაწმენდას ცდილობს
შემდეგი სტატიაკიევმა გადაწყვიტა გორბაჩოვი ევროპაში არ შეუშვას