“ყვითელი ჟილეტების” პროტესტი ისევ განახლდა

მოძრაობა “ყვითელი ჟილეტების” მომხრეებმა საპროტესტო აქციები შაბათს ისევ განაახლეს. პოლიციის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებში დაახლოებით 50 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის დედაქალაქში დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა, “ყვითელმა ჟილეტებმა” პოლიციას ქვები და ბოთლები ესროლეს, სამართალდამცველებმა, საპასუხოდ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაშავებულია ერთი პოლიციელი. პარიზში აქციის 100 მონაწილე დააკავეს.

“ყვითელი ჟილეტების” აქციები 2018 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. პროტესტანტები საფრანგეთის მთავრობის მიერ დაანონსებული გადასახადების გაზრდის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია 17 ნოემბერს ჩატარდა, მაშინ მასში მონაწილეობა 282 ათასმა ადამიანმა მიიღო.

banner
წინა სტატიაში“მე მინდა რომ ამ ქვეყანაში ბავშვებს ჰქონდეთ ბავშვობა”-ნიკა მელიამ 6-შვილიან ოჯახს დამდეგი შობა მიულოცა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა რუხის საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა