“მე მინდა რომ ამ ქვეყანაში ბავშვებს ჰქონდეთ ბავშვობა”-ნიკა მელიამ 6-შვილიან ოჯახს დამდეგი შობა მიულოცა

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაული სოფელ წილკანში მცხოვრებ თელეზიშვილების 6-შვილიან ოჯახს მიულოცა. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. საკვების შესაძენად კი ბავშვები ჯართს აგროვებენ.

ნიკა მელიამ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები მიუტანა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ბავშვები გაჭირვებაში არ ცხოვრობდნენ.

“მე მინდა, რომ ამ ქვეყანაში ბავშვებს ჰქონდეთ ბავშვობა და ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია თითიეულ ჩვენგანს გავაკეთოთ და ამ ბავშვებს თვიდან თვემდე სიხარული ვარგუნოთ,”-განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიპეკინის გამზირზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია
შემდეგი სტატია“ყვითელი ჟილეტების” პროტესტი ისევ განახლდა