ყველა პენსიონერს პენსია 20 ლარით გაიზრდება, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს 25 ლარით

ყველა პენსიონერს პენსია 20 ლარით გაიზრდება, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს 25 ლარით. აღნიშნული ინიციატივა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიების ზრდის შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს 25 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც თითოეულ ჩვენს პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს“, – განაცხადა გახარია.

banner
წინა სტატიაშირომელი შეზღუდვები იხსნება 27 აპრილიდან
შემდეგი სტატიასახელმწიფო სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, ექვსი თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დაეხმარება