რომელი შეზღუდვები იხსნება 27 აპრილიდან

მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ის შეზღუდვები დაასახელა, რომლებიც 27 აპრილიდან მოიხსნება.

“27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. გარდა ამისა, დაიშვება ტაქესბის მომსახურეობა და ონლაინ ვაჭრობა, მიტანის მომსახურეობა ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა ეხება ყველა იმ პირსა და კომპანიას, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს სრულად დაიცავენ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც  არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული
შემდეგი სტატიაყველა პენსიონერს პენსია 20 ლარით გაიზრდება, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს 25 ლარით