ჩეხეთში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, პრაღაში გაიხსნა გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, 1919-1921 წლებში აფხაზეთის სახალხო საბჭოს, შემდგომში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, 1923-1939 წლებში ჩეხეთში ემიგრაციაში მყოფი, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მემორიალური დაფა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თეა მაისურაძესთან ერთად გახსნა. გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს კონსული ჩეხეთის რესპუბლიკაში ნანა ჩაბრავა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.

ცერემონიას ესწრებოდნენ ჩეხეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს ჩეხი მეგობრები, რომლებმაც სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალის იდეის განხორციელების საქმეში.

ქართულ-ჩეხური ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ ვლადიმირ კრიზს, ჯოზეფ ჩერმაკს, მიხაილ ვენეჩეკს, ლუკაშ ბაბკას, ვლასტა მესტანკოვას, პაატა ბოკერიას, თეა მაისურაძეს და ნანა ჩაბრავას.

საქართველოს საელჩოში ასევე გაიმართა აფხაზეთის ავტონომიის გამოცხადების 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, ხოლო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარმოადგინა მოხსენება: „ავტონომიური აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში“.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – 30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე პირველად შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე – ევროპის ჩემპიონატზე, რაც განსაკუთრებული სიამაყის საგანია
შემდეგი სტატიაყველა გადაწყვეტილებას ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ და პროცესებს არ ვყოფთ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ – რატი იონათამიშვილი