ხულოში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა

ხულოში სატვირთო ავტომანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 60 წლის მამაკაცი დაიღუპა.

მძიმედ არის დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე, შუახნის მამაკაცი. ის კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა მედიკოსების განცხადებით, მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიEdison Research: გამოკითხულთა 54%-ს პარლამენტის მმართველი პარტიის შეცვლა სურს
შემდეგი სტატიაამირან სალუქვაძე: რუსეთს თუ დახმარების სურვილი აქვს, როდის იყო ტერიტორია აკავებდა?