Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით კითხვაზე “მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად გსურთ, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია/პარტიები იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში?” გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:
ახალი პარტია/პარტიები პარლამენტის მმართველის როლში – 54%
“ქართული ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში – 36%
არ ვიცი/უარი პასუხზე – 10%
კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. Edison Research-მა ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 1.5%-ია.