ამირან სალუქვაძე: რუსეთს თუ დახმარების სურვილი აქვს, როდის იყო ტერიტორია აკავებდა?

ჩვენს მეზობლად, საომარ მოქმედებებში, იმატა დაძაბულობამ, ორმხრივმა მძაფრმა რიტორიკამ, იბომბება მშვიდობიანი ქალაქები. როგორც წინა პოსტში ვწერდი, ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ყარაბაღის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.

როგორც ჩანს 9 ოქტომბრის შეთანხმება მინისტრების დონეზე შეთანხმება ვერ იმუშავებს. პირველი პირების შეხვედრაც, ამ ფონზე, რთული იქნება.

თუ აზერბაიჯანი ბრძოლის ველზე გრძნობს უპირატესობას, მისი შეჩერება რთული იქნება.

რუსეთის სახელისუფლებო წრეების და მათთან დაკავშირებული ექსპერტების რიტორიკა ერთი მხრივ ყარაბაღის და სომხეთის მხარდამჭერია, მეორე მხრივ, იმ მოტივით რომ საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს სომხეთის ტერიტორიაზე, სომხეთს აქტიურ მხარდაჭერას არ უწევს.

რუსეთს თუ დახმარების სურვილი აქვს, როდის იყო ტერიტორია აკავებდა? რისეთის ახალი დოქტრინით, მათ შეუძლიათ მონათლონ როგორც საფრთხე რუსეთის ინტერესებისათვის და ჩაერიონ. 2008-ში ომი ჩვენს მიწაზე იყო, მაგრამ შემოიჭრა.

ასე რომ, რუსეთის ორმაგი თამაში სახეზეა.

მსხვერპლი, ორთავე მხრიდან დიდია, საუბარი ასეულობით დაღუპულზე.

იმედია მოხერხდება დუღილის ტემპერატურის დაწევა, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო აქტიურობას ჯერ ვერ ვხედავ…

ავტორი: ამირან სალუქვაძე

banner
წინა სტატიაშიხულოში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა
შემდეგი სტატიაბათუმში მოქალაქეების თერმოსკრინინგის მიზნით მოწყობილი ე.წ. ბლოკპოსტები გაუქმდა