“ყოვეთვის ვცდილობდი, ყოველთვის გამარჯვებული გავსულიყავი, სადაც ვმოღვაწეობდი”

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის ყოველთვის ცდილობს ყველა სიტუაციიდან გამარჯვებული გავიდეს და თვლის, რომ პოსტის დასატოვებლად სწორი დრო შეარჩია.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ის თანამდებობის დატოვებაზე ბევრს ფიქრობდა და სწორი დრო შეარჩია.

“რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტიკებას, ვფიქრობ, ჩემს გამოსვლაში ყველაფერი ნათელი იყო. მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი და სწორი დრო შევარჩიე ამ გადაწყვეტილების გამოცხადების. ჩემი პრინციპი ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი, რომ ყოვეთვის ვცდილობდი, გამარჯვებული გავსულიყავი, სადაც ვმოღვაწეობდი. ვფიქრობ სწორი დრო შევარჩიე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას წარვუდგენთ”
შემდეგი სტატია“საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი კვირიკაშვილს სრულ ნდობას უცხადებს,”- დავით უსუფაშვილი