“პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას წარვუდგენთ”

თბილისის პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ სხდომაზე განაცხადა, გამართული კონსულტაციების შედეგად, უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის.

მანვე, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის რანგში გაწეული შრომისა და ღვაწლისთვის, მადლობა გადაუხადა.

“გულწრფელად მინდა, ბატონ ირაკლის დიდი მადლობა გადავუხადო, იმ თავდადებული შრომისთვის და ღვაწლისთვის, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გასწია. მიუხედავად იმისა, რომ მართლა გული გვწყდება მისი გადაწყვეტილების გამო, დარწმუნებულები ვართ, რომ ბატონი ირაკლი ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება ყველა სასიკეთო საქმეში, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მოგეხსენებათ, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში, უმრავლესობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა. შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასანიშნად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას წარვუდგენთ”,- აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“კოალიცამ პრემიერ-მინისტრობის ძალიან ღირსეული კანდიდატი შეარჩია”
შემდეგი სტატია“ყოვეთვის ვცდილობდი, ყოველთვის გამარჯვებული გავსულიყავი, სადაც ვმოღვაწეობდი”