ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე 11 მოწმე დაიკითხა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს სისხლის სამართლის საქმის მორიგი სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 11 მოწმე დაიკითხა, ასევე გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებები.

დაცვის მხარის განცხადებით, დაკითხული მოწმეებიდან მიწოდებული ინფორმაციები დ.ღ-ს უდანაშაულობაზე მიუთითებს.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდების პოზიციას, პროკურორის თქმით, დაკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორი დეტალებს არ აკონკრეტებს.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 18 დეკემბერს, 10:00 საათზე ჩაინიშნა.

გამოძიება დ.ღ-ს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. არასრულწლოვანი ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დ.ღ. ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საუბარი უარყო.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკან გაიწვევს
შემდეგი სტატიაარ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ასჯერ „მოწყალე“, ვიდრე აშშ-ის ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი