არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ასჯერ „მოწყალე“, ვიდრე აშშ-ის ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი

ვფიქრობ, რომ ახალი პრეზიდენტი აუცილებლად მოიყვანს შეწყალების პრაქტიკას შესაბამისობაში დასავლურ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რაც შეეხება შეწყალების აქტის გამოცემას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალების განხორციელების პრაქტიკა მთლიანად იყო აცდენილი დასავლურ გამოცდილებასთან.

„რაც შეეხება ბოლო აქტს, ეს არის მისი გადასაწყვეტი, თუმცა, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების განხორციელების პრაქტიკა მთლიანად იყო აცდენილი დასავლურ გამოცდილებასთან. დაახლოებით ასჯერ მეტი იყო სტატისტიკა შეწყალების კუთხით, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რაც იყო არასწორი ამ პრაქტიკაში. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ასჯერ „მოწყალე“ იყოს, ვიდრე აშშ-ის ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, იყო სერიოზული ხარვეზები, რაც გადახედვას საჭიროებს და ვფიქრობ, რომ ახალი პრეზიდენტი აუცილებლად მოიყვანს შეწყალების პრაქტიკას შესაბამისობაში დასავლურ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე 11 მოწმე დაიკითხა
შემდეგი სტატიამარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმობიდან გაათავისუფლეს