უმრავლესობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკან გაიწვევს

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს უმრავლესობა უკან გაიწვევს. ამის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მმართველ გუნდში უკვე მიღებულია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, გუნდში მსჯელობის შედეგად, კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ვიდრე ამაზე პარლამენტს გარეთ ძალიან სერიოზული და შეიძლება ითქვას, ხელოვნური აჟიოტაჟი იყო, გუნდის შიგნით მიმდინარეობდა რეალური არგუმენტებით გაჯერებული მსჯელობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კანონპროექტი განხილული აღარ იქნება, ანუ გაწვეული იქნება და ამისი არგუმენტები იყო ძალიან მყარი, მაგრამ მეორე მხრიდანაც ძალია სერიოზული არგუმენტები იყო“,- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა გაგრძელდა
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე 11 მოწმე დაიკითხა