ხოჯევანიშვილი: რადიკალებთან არ ვითანამშრომლებთ, ყველას ოპოზიცია ვიქნებით

“რადიკალებთან არ ვითანამშრომლებთ, ვინც საზოგადოებას ხლეჩს, ყველას ოპოზიცია ვიქნებით”, – ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” გიორგი გახარიას თანაგუნდელმა, “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

“ჩვენ ვიქნებით ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის ოპოზიცია, რომელიც საზოგადოებას შუაზე ხლეჩს და რადიკალიზაციისკენ მოუწოდებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება “ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” თუ სხვა პარტია. ჩვენთვის ეს წყალგამყოფი საკითხია და ამ პრინციპით ვითანამშრომლებთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ალიანსში შესვლას არავისთან არ ვაპირებთ. გავიმეორებ, რადიკალებთან არასდროს არაფერი გვექნება”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი: როდესაც პარტია პოზიციონირებას დაიწყებს, გამოჩნდება ვისი პროექტიც ვართ