ბექა ლილუაშვილი: როდესაც პარტია პოზიციონირებას დაიწყებს, გამოჩნდება ვისი პროექტიც ვართ

“როდესაც პარტია პოზიციონირებას დაიწყებს, გამოჩნდება ვისი პროექტიც ვართ”, – ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” გიორგი გახარიას თანაგუნდელმა, “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ არ ვართ ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ეს ცალსახაა. როდესაც გიორგი გახარია გადაგა “ოცნების” მენეჯმენტში განაცხადეს, რომ გახარია თავისი პოლიტიკური მოტივაციით ახლოს არის “ნაციონალურ მოძრაობასთან”. მეტიც, მას კავშირი აქვს “ნაციონალურ მოძრაობასთან”. დღეს კი “ნაცმოძრაობა” ამბობს, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია. გასაგებია, რომ დღევანდელ კონიუნქტურაში არ არის ძალის შემოსვლა, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგი და ამას ნახავს საზოგადოება. როდესაც პარტია დაიწყებს პოზიციონირებას გამოჩნდება, ვისი პროექტია”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხოჯევანიშვილი: რადიკალებთან არ ვითანამშრომლებთ, ყველას ოპოზიცია ვიქნებით
შემდეგი სტატიაფარულავა: მოძალადე ქმარი მომსდევდა საცემად, მეზობელს ვთხოვდი დახმარებას, კარი არ გამიღო