ხმაური სალხინოში – სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს[ვიდეო]

ხმაურია სალხინოში, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე – როგორც “თაიმერის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დაააკავეს.

როგორც ტერიტორიაზე შეკრებილი ადგილობრივები აცხადებენ, დაკავებებამდე მონასტერში დაპირისპირება იყო. მათივე ინფორმაციით, ადგილზე დილიდან პოლიციაა მობილიზებული და ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

სალხინოში მოქალაქეების ნაწილი დღეს დილიდან მივიდა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც მეუფე სტეფანემ წირვა-ლოცვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.  დილიდან მონასტრის ტერიტორიაზე სამართალდამცველებიც არიან მობილიზებულები.

https://www.youtube.com/watch?v=I2vpBPShbCU

 

 

banner
წინა სტატიაშისოფელ ოდიშში სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიამამა ათინოგენი პოლიციას- თქვენ უნდა დადგეთ სიმართლის მხარეს (video)