ყირგიზეთში Boeing-ის კატასტროფის გამო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

ყირგიზეთში სატვირთო თვითმფრინავ Boeing 737-ის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილების 15 ცხედარი ამოცნობილია – ნათქვამი სამთავრობო განცხადებაში.
მათგან ხუთი ცხედარი ბავშვებისაა. გარდაცვლილთა სიის მიხედვით, ორი ქალი ფეხმძიმედ იყო.
უკვე ნაპოვნია თვითმფრინავის თვითჩამწერი.
თურქული კერძო კომპანია ACT Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ჰონკონგი-ბიშკეკი-სტამბოლის რეისით მიფრინავდა, მანასის აეროპორტში დაჯდომისას აფეთქდა აეროპორტთან მდებარე პატარა საკურორტო სოფელში. კატასტროფის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.

ვირუსის ბლოკატორები