“ბიბისი” “შერლოკის” ეპიზოდის რუსეთში გამოქვეყნების გამო გამოძიებას იწყებს

ბრიტანული BBC Wordwide-ი “შერლოკის” მეოთზე სეზონის ფინალური ეპიზოდის რუსეთში გავრცელების გამო, რომელიც მისი პრემიერიდან ერთი დღით ადრე მოხდა, გამოძიებას იწყებს. მისი თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ, სერიის ქსელში გავრცელება სპეციალურად მოხდა – The Telegraph-ი წერს.
“ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ოქროს სტანდარტზე მაღლა დგას, ამიტომ, მომხდარი ძალიან გვაოცებს. ეს შემთხვევითობაზე მეტია” – კომპანიის წარმომადგენელმა თქვა.

დასავლეთის მთელი რიგი ანალიტიკოსები თვლიან, რომ გაჟონვა “ბიბისისთვის” ზიანის მიყენების მიზნით გაკეთდა. “ცხადია, რომ ამისგან კომერციულ მოგებას არ ელოდებოდნენ. მხოლოდ პოლიტიკური მოტივი რჩება. სავარაუდოდ, ეს დასჯის აქცია იყო” – ატლანტიკური საბჭოს ინფორმაციის უსაფრთხოების სპეციალისტმა ბენ ნიმმა განაცხადა.
ამ ვერსის მომხრეები ასევე, თვლიან, რომ ეს, შესაძლოა, რუსეთში “ბიბისის” გაფართოების წინააღმდეგ მიმართული აქცია იყოს ბრიტანეთში კომპანია “Russia Today”-ის დახურვის საპასუხოდ, რომელიც 2016 წლის ქტომბერში მოხდა. ქსელებში იმასაც ამბობენ, რომ გაჟონვას თვითონ პუტინი ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშიყირგიზეთში Boeing-ის კატასტროფის გამო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიატრამპმა ევროკომისიის ხელმძღვანელს “სასიამოვნო ბატონი” უწოდა და ის ტუსკში შეეშალა